ბაღდათის სასწრაფო დახმარების 45 წლის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. კოვიდინფიცირებული მედიკოსი თბილისში მკურნალობდა.
„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. გუშინ ღამით კოვიდით გარდაიცვალა ბაღდათის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც 45 წლის იყო. ექიმი მკურნალობდა სამედიცინო დაწესებულებაში. მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ქალბატონი იყო მძიმეწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით გარდაიცვალა“, – განაცხადეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
25 ოქტომბერს ასევე კორონავირუსით ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.