ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი „დანებდა“ - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე 69 მილიონმა ადამიანმა წინასწარ მისცა ხმა თავის სასურველ კანდიდატს, მათგან 46 მილიონმა ფოსტის მეშვეობით
28-10-2020, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ბოლო შეხვედრებს მართავენ თავიანთ მხარდამჭერებთან. აშშ-ის მოქალაქეების ნაწილმა, 69 მილიონზე მეტმა ადამიანმა, 3 ნოემბრის არჩევნებამდე მისცა ხმა თავის სასურველ კანდიდატს, ზოგიერთმა ფოსტის მეშვეობით (46 მილიონზე მეტმა), ზოგიერთმა კი ტრადიციული ფორმით.

 


პრეზიდენტი ტრამპი ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის წინააღმდეგია და ამ ფორმით კენჭისყრის ჩატარებაში არჩევნების გაყალბების საფრთხეს ხედავს.

 


სამშაბათს, ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრები ნებრასკაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში გამართა. მიჩიგანის დედაქალაქ ლანსინგში მან გამაფრთხილებლად განაცხადა: „ეს არჩევნები მიჩიგანისთვის ეკონომიკური გადარჩენის საქმეა“. ტრამპმა გარეუბანში მცხოვრებ ქალებს უთხრა: „მე მიყვარს ქალები უფრო მეტად ვიდრე კაცები, უფრო მეტად, ვიდრე კაცები. თქვენს მეუღლეებს უნდათ დაუბრუნდნენ სამუშაოს, ასე არ არის? ჩვენ დავაბრუნებთ თქვენს ქმრებს სამუშაოზე“.

 

 

ტრამპმა თეთრი სახლიდან გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემა. ფოსტით ხმის მიმცემთა უზარმაზარი რაოდენობიდან გამომდინარე - ჯერჯერობით 46 მილიონზე მეტს აქვს ამ ფორმით ხმა მიცემული - მოსალოდნელია, რომ ხმების დათვლის პროცესმა დღეები და კვირებიც კი გასტანოს და გამარჯვებულის ვინაობა 3 ნოემბრის ღამით არ გამოვლინდეს.

 


„ძალიან მართებული და ძალიან მშვენიერი იქნებოდა თუკი გამარჯვებული 3 ნოემბერს გამოცხადდებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ხდებოდეს ბიულეტენების ორი კვირის განმავლობაში დათვლა, რაც სრულიად შეუსაბამოა“, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლიდან ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარე შტატებში გამგზავრებამდე.

 


ტრამპი, რომელმაც ამ თვის დასაწყისში კორონავირუსი გადაიტანა, არჩევნებამდე, ბოლო 2 დღეში 11 შეხვედრის გამართვას გეგმავს. პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას პირველი ლედი, მელანია სამშაბათს პირველად შეუერთდა და მან ჯო ბაიდენს „სოციალისტი“ უწოდა.

 


„ამერიკელ ხალხს შეუძლია თვალი გადაავლოს ჯო ბაიდენის 36 წელს კონგრესში და ვიცე-პრეზიდენტობის 8 წელს და განსაზღვროს, ფიქრობენ თუ არა ისინი, რომ მას საბოლოოდ აქვს იმის შესაძლებლობა რომ რაიმე გააკეთოს ამერიკელი ხალხისთვის“, განაცხადა მელანია ტრამპმა პენსილვანიის შტატში, ჯო ბაიდენის განცხადების საპასუხოდ, რომ მას შეუძლია უკეთესად გაართვას თავი პრეზიდენტობას, ვიდრე ტრამპმა.

 

 

რა თქვა ბაიდენმა?

 


ჯო ბაიდენმა, სამშაბათს, ჯორჯიაში, ვორმ სპრინგში, აღთქმა დადო, რომ იქნება „პრეზიდენტი, რომელიც არ დაგვყოფს ჩვენ, არამედ გაგვაერთიანებს“ და ის ის ადამიანი, რომელიც „შეარიგებს ამ ერს“.

 


როგორც BBC იუწყება, ჯორჯიას არ მიუცია ხმა პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატისთვის 1992 წლის შემდეგ, მაგრამ წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ „დემოკრატი“ ბაიდენისადმი მხარდაჭერა სამხრეთის ამ შტატში ტრამპისას უთანაბრდება.

 


მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა საკუთარი თავი ყველა ამერიკელის პრეზიდენტად წარმოადგინა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მისი სამიზნე მაინც ტრამპი იყო.

 


„მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ შარლატანები, თაღლითები, მატყუარა პოპულისტები - რომელნიც ცდილობდნენ ეთამაშათ ჩვენს შიშებზე, მიემართათ ჩვენი ყველაზე საშინელი მადისთვის და ამოერჩიათ ყველაზე ძველი ქეცები თავიანთი პოლიტიკური სარგებლისთვის“.

 


„ისინი ჩნდებიან, როცა სახელმწიფოს ყველაზე მძიმე დარტყმა ადგება და ჩვენ ყველაზე დაუცველნი ვართ. არასოდეს წყვეტენ რაიმეს. ყოველთვის თავიანთ თავს ასარგებლებენ“, განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 

მან ასევე თქვა, რომ ტრამპი „დანებდა“.

 


ბაიდენი ამ კვირას აიოვაში ჩავა, შტატში, სადაც ტრამპმა 4 წლის წინ დიდი უპირატესობით მოიგო. იგი ასევე ეწვევა ვისკონსინს, მიჩიგანს და ფლორიდას.

 


ბაიდენის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად შერჩეული კამალა ჰარისი არიზონასა და ტეხასში გაემგზავრება - შტატებში, სადაც 1994 წლის შემდეგ შტატის დონეზე მაღალ თანამდებობაზე არც ერთი „დემოკრატი“ არ აურჩევიათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი