კახა კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის დიპლომის შესახებ განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადგენის პროცედურა არსებობს.
მინისტრის განმარტებით, დიპლომის მფლობელმა თავად უნდა მოითხოვოს პასუხი ხარისხის განვითარების ცენტრისგან, რომელიც საკითხის შესწავლის შემდეგ შესაბამის დასაბუთებულ პასუხს გასცემს დიპლომის ნამდვილობის შესახებ.
თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ 2010 წელს "წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში" ჩააბარა, თუმცა მსგავსი ინსტიტუტი განათლების სამინისტროს ბაზაში არ იძებნება.
გიორგი არეშიძე მერიაში მაღალ თანამდებობაზე 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა, სავარაუდოდ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი უნდა ყოფილიყო.
"რუსთავი 2"
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.