ვართუი სარკსიან: ჩივთქილისის საჯარო სკოლა არჩევნების პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე არ გადადის
28-10-2020, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხური საჯარო სკოლა დღეიდან საარჩევნო პერიოდში დისტანციური სწავლების ერთკვირიან რეჟიმზე არ გადადის იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბანი ამ სკოლაშიც არის გახსნილი.

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი)

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ვართუი სარკსიანმა განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ სკოლას გააჩნია დამხმარე, სკოლის ეზოში ცალკე მდგომი შენობა, სადაც სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს და საარჩევნო უბანიც სწორედ იქ არის განთავსებული.

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე ხელმარცხნივ: ჩივთქილისის საჯარო სკოლის ორი შენობა - სასწავლო და დამხმარე)

 


„ჩვენ სწავლას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ, რადგან საარჩევნო უბანი ეზოში, სკოლის კუთვნილ, თუმცა განცალკევებულ შენობაშია გახსნილი.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის ორი შენობა - სასწავლო და დამხმარე)

 


„მოგეხსენებათ არჩევნები 31 ოქტომბერს, შაბათ დღეს ტარდება, სკოლა კი ამ დღეს ისვენებს, დაკეტილია და შესაბამისად, სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

 

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის დამხმარე შენობა)

 


„აქედან გამომდინარე, ჩივთქილისის საჯარო სკოლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც, საკლასო ოთახებში ჩვეულებრივ განაგრძობს სწავლის პროცესს. არჩევნების მეორე დღეს, კვირას, ჩვენ დამხმარე შენობას დეზინფექცია ჩაუტარდება და ორშაბათს ისევ საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა, ვართუი სარკსიანმა.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ვართუი სარკსიანი)

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი