კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საშუალოვადიანი მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განაგრძობს მესტიის მუნიციპალიტეტის სათემო სოფლების კოშკებისა და მაჩუბების სრულფასოვანი რესტავრაციის პროცესს.
პროგრამული ნუსხით გათვალისწინებული სამუშაოები 2020 წელს 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად 2 ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციასაც მოიცავს.
კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება.
ნაგებობების სტრუქტურის დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და კონსტრუქციულად გამაგრდება. იცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით იფარება. გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საძირკვლები. აღდგება მაჩუბების და კოშკების სართულშუა ხის კონსტრუქციები.
მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის სახელმწიფო საშუალოვადიანი პროგრამა 2019 წელს დაიწო. 5 წლიანი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარით დაფინანსდება. 2019 წელს პროექტმა სათემო სოფლებში 10 საგვარეულო მაჩუბის, 8 კოშკის, 2 არქიტექტურული კომპლექსისა და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაცია მოიცვა.
სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის მიმართულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლიდან მესტიის ათეულობით სოფელში 80 - მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობაა აღდგენილი. არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას კიდევ 150 - მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.