ეკა ბესელია "ნაციონალებს": როდის იყავით თქვენ იმის წინააღმდეგი, რაც კობა დავითაშვილის, ზურაბ აბაშიძისა თუ ვალერი გელაშვილის მიმართ მოხდა
05-10-2015, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდის იყავით თქვენ იმის წინააღმდეგი, რაც კობა დავითაშვილის, ზურაბ აბაშიძისა თუ ვალერი გელაშვილის მიმართ მოხდა, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომელიც მათი სამი მხადამჭერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ სპეციალური რეზოლუციის მიღებას ეხება.


ბესელია ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მისი გადაწყვეტილებების რევიზიას პარლამენტი არ დაუშვებს. „სასამართლოს გადაწყვეტილება არის ისეთი, როგორიც არის. ვის, როდის, რა დოზით, რა ფორმით, რა მოცულობით, რას შეუფარდებს – ამის რევიზიას აქ ვერ და არ გავაკეთებთ. არ ვიცი, როდის იყავით თქვენ იმის წინააღმდეგი, რაც კობა დავითაშვილის, ზურაბ აბაშიძისა თუ ვალერი გელაშვილის მიმართ მოხდა. ჩვენ ვიცით ის, რომ თქვენი მაშინდელი სამი კოლეგა ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ჩვენ არავისთვის არ გვინდა ამგვარი რამ და არც წიწილებიანი თუ დაჩიტულკვერცხებიანი ფორმის საგნების სროლა”, – მიმართა ეკა ბესელიამ “ნაციონალებს”.


შეგახსნებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს. რეზოლუციის მიღების საკითხი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ დასვა.


ბარამიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, რაც ვითარების ესკალაციას ახდენს და საზოგადოება გაყოფისკენ მიჰყავს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი