გახარია პირობას დებს, რომ 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია მინიმუმ 300 ლარი, მთაში მცხოვრებთათვის 375 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი პენსია მინიმუმ 350 ლარი, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებთათვის 440 ლარი გახდება
28-10-2020, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შემდგომ საარჩევნო ციკლში პენსია გახდება 70 წლამდე ჩვენი პენსიონერებისთვის მინიმუმ 300 ლარი, ხოლო მთაში მცხოვრებთათვის 375 ლარი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის პენსია მინიმუმ გახდება 350 ლარი, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებთათვის 440 ლარი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ნაძალადევის ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე.

 

 

მან ხაზი გაუსვა, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი და ამიტომ, გაგრძელდება გზების, უნივერსიტეტების, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა და გახსნა.

 


„ფაქტია, რომ წელს, ჩვენ, საარჩევნო კამპანიის ჩატარება გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა პანდემიამ, გამოწვევამ, ვირუსმა, ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. აქ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ გზების მშენებლობას და გახსნას, უნივერსიტეტების მშენებლობას და გახსნას, ჩვენ გავაგრძელებთ საფეხბურთო სტადიონების მშენებლობას და გახსნას. ყველაფერს ამას გავაკეთებთ ერთად. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს.

 


„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სერიოზული ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მე მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, მათ შორის, თბილისშიც და ის, რაც დღეს თბილისში ხდება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ყველანი ვხედავთ, როგორი სიახლე, როგორი ცხოვრების კომფორტული გარემო იქმნება ყოველწლიურად თბილისში. თბილისი, ყოველწლიურად, სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და არ უნდა იყოს დიდი სხვაობა ცხოვრობს ის თბილისში, ბათუში, ქუთაისში თუ სხვაგან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თანაბარი პირობები თითოეული მოქალაქისთვის, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი თავის გამოჩენა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 


პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო მიზანი სრულფასოვანი წევრობაა დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში და ამიტომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.

 


„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასაც ვაკეთებთ ბიზნესისთვის გავაგრძელებთ - თითოეულ ადამიანს, რომელსაც ექნება სურვილი, დაიწყოს თავისის ბიზნესი, სახელმწიფო ყოველთვის დაუდგება გვერდით ყველა იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენ უკვე ვაწარმოებთ სხვადასხვა სამინისტროების ფარგლებში, მეტიც, ჩვენ ამ პროგრამებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ, ჩვენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი ქვეყანა უნდა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს და როგორც ვთქვით, ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის სრულფასოვანი წევრობა დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში, ჩვენს ოჯახში და ამიტომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. როდესაც ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრში ადამიანია, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის და სახელმწიფოს ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილი იქნება იმ ადამიანებზე, იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ეს ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ ხანდაზმულებზე, მოხუცებზე, პენსიონერებზე. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში ვერ შესძლო. ჩვენ ჩავდეთ კანონში პენსიის ინდექსირება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებამდე არ მოუწევთ პენსიის ზრდის ლოდინი, რაც ნიშნავს, რომ შემდგომ საარჩევნო ციკლში პენსია გახდება 70 წლამდე ჩვენი პენსიონერებისთვის მინიმუმ 300 ლარი, ხოლო მთაში მცხოვრებთათვის 375 ლარი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის პენსია მინიმუმ გახდება 350 ლარი, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებთათვის 440 ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მან ხაზი გაუსვა, რომ როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე, ყოველთვის, ყოველი ნაბიჯის დროს უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია.

 

 

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე, ყოველთვის, ყოველი ნაბიჯის დროს უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო ფასი, თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა, თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს თითოეულ დევნილზე, ჩვენს მოქალაქეზე, თავისივე სამშობლოში დევნილ ადამიანებზე. რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ აქ, იმასთან დაკავშრებით, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ბინებით უზრუნველვყოფთ 13 000 დევნილს, ეს არ ნიშნავს არაფერს, საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


გიორგი გახარიამ განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მომავალ თაობაზე ორიენტირებული გრძელვადიანი რეფორმა.

 


„ყველას უნდა გვესმოდეს განათლების რეფორმის მნიშვნელობა. ეს არის გრძელვადიანი რეფორმა, ორიენტირებული ჩვენს მომავალ თაობაზე და ამ რეფორმის საბოლოო მიზანი გახლავთ, ის რომ ჩვენი შვილები, საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც სრულიად ახალი გამოწვევები, სრულიად ახალი ეკონომიკა, სრულიად ახალი კონკურენტული გარემო იქნება, უნდა იყვნენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნების შვილებთან თანაბარ დონეზე და ჩვენ ამისთვის უნდა გავატაროთ ეს რეფორმა წარმატებულად", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

არჩევნებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეების ეს არჩევანი განაპირობებს ქვეყნის შემდგომი ათწლეულებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

 


„ჩვენ დავამარცხებთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, სიღარიბესაც, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთობით. მიუხედავად დღევანდელი გამოწვევის, მიუხედავად ვირუსის, რომელიც ჩვენს ქალაქშია და გვიწევს პირბადეებით ცხოვრება. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე 31 ოქტომბერს და მივცეთ ღირსეულად, თავისუფალ გარემოში ხმა, რამეთუ, ეს არჩევანი განაპირობებს ქვეყნის შემდგომი ათწლეულებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ სამართლიან და ღირსეულ გამარჯვებას და ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 45
#45   Emma
      
გუშინ, 17:11
#44   Lorenzo
      
References:


No verification payid pokies australia https://xs.xylvip.com/home.php?mod=space&uid=4899245
გუშინ, 17:08
#43   Anastasia
      
References:


Real money payid online pokies no verification payid pokies australia
28 სექტემბერი 2026 05:16
#42   Monte
      
26 სექტემბერი 2026 05:39
#41   Wayne
      
References:


Same day payout pokies payid https://markdown.iv.cs.uni-bonn.de/4JuyBfjkRwaEgTYZK9O71g
25 სექტემბერი 2026 18:44
#40   Bruce
      
References:


Casino sofort ohne anmeldung https://cq.x7cq.vip/home.php?mod=space&uid=9703534
24 სექტემბერი 2026 21:30
#39   Ken
      
References:


Online casino schnelle auszahlung sofort Deutsches Sofort
Casino
24 სექტემბერი 2026 08:06
#38   Ellie
      
24 სექტემბერი 2026 03:09
#37   Randolph
      
References:


Online casino sofort ohne oasis bbs.airav.cc
23 სექტემბერი 2026 14:06
#36   Anglea
      
References:


Sofort casino test https://cdss.snw999.com
23 სექტემბერი 2026 11:49
#35   Lawrence
      
References:


Deutsche Sofort Casinos bzsbs.cn
23 სექტემბერი 2026 09:44
#34   Stan
      
References:


Casino auszahlung mit sofortüberweisung https://www.rosewood.edu.na
23 სექტემბერი 2026 03:34
#33   Kaley
      
References:


Klarna sofort casino Sofortüberweisung
Casinos
22 სექტემბერი 2026 14:17
#32   Dalton
      
References:


Seriöses online casino mit sofortüberweisung https://diigo.com
22 სექტემბერი 2026 02:33
#31   Hans
      
References:


Casino sofortüberweisung einzahlung Neues
Sofort Casino
21 სექტემბერი 2026 13:54
#30   Eve
      
References:


Casino Trustly Deutschland legal www.play56.net
21 სექტემბერი 2026 12:09
#29   Jerri
      
References:


Bank transfer casinos australia may22.ru
21 სექტემბერი 2026 10:29
#28   Abel
      
References:


Safe bank transfer casinos australia online
pokies accepting wire transfer australia
21 სექტემბერი 2026 02:58
#27   Dakota
      
References:


MiFinity online casino Australia qazaqpen-club.kz
21 სექტემბერი 2026 00:16
#26   Bridget
      
References:


Neosurf online casino australia linkvault.win
20 სექტემბერი 2026 18:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი