თაკო ჩარკვიანი: „გავწვებით რუსთაველზე... ხალხის დიდი რაოდენობა მივა არჩევნებზე... ზუსტად ვიცი, დავდივარ მთელი ზაფხული ჩაუმუხლავად“
28-10-2020, 20:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის მე-2 ნომერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში არის ცვლილების სურვილი და კოალიციური მთავრობისთვის მზად არის ამომრჩეველი.

 


„უკანონობისა და შურისძიების მოწინააღმდეგე ვარ. ამიტომ, ჩემი რჩევა არის, გულწრფელი რჩევა იმ ადამიანისა, რომელიც 2012 წელს ელოდებოდა, რომ რაღაც იმედები გამართლდებოდა. ერთ-ერთი რიგითი ადამიანი ვიყავი, რომელიც ელოდებოდა, როგორც მთელი საქართველო და ეგონა, რა სახელიც ჰქონდა მას, ქველმოქმედის, ის გაიმეტებდა თავის სამშობლოსთვის სახელმწიფოებრივად ქველმოქმედებას. ახლა გულწრფელად ვურჩევ, რომ, აი, თავში არ გაივლონ, უბრალოდ გავწვებით რუსთაველზე, ამ შეურაცხყოფას არ მივაყენებინებთ, არავინ არ დაგვჭირდება, არავინ ახალგაზრდებს არ გამოიყვანს გარეთ თვალების დასათხრელად.

 


ხალხი ამას არ აპატიებს, შიმშილია, განვითარება შეწყვიტა ქვეყანამ, ეკონომიკური განვითარება, მაჩანჩალად გვიცნობენ, ხალხი შიმშილობს, პენსიონერები სულს ღაფავენ. მე რად მინდა გამოკვლევა, მთელი ზაფხული არ ჩამიმუხლავს, თუ იმ 19 დღეს არ ჩავთვლით, როცა კოვიდი მქონდა, ხალხის დიდი რაოდენობა მივა არჩევნებზე; მერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, დავდივარ მთელი ზაფხული ჩაუმუხლავად“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი, რომლის სიტყვების ციტირებასაც საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი