როგორც კი კანონს გადაუხვევთ, დარწმუნებული იყავით, ბევრი თქვენგანი და თქვენი მომხრე მოინახულებთ ძველ მეგობრებს "მატროსოვზე", -ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.
"გაფრთხილებთ, თუ თქვენ შემდგომში გააგრძელებთ თქვენ მხარდამჭერებზე ასე საზიანოდ მოქმედებას, ეს არავითარ შემთხევევაში არ დამთვრდება არც თქვენთვის კარგად. მოგიწოდებთ, იარეთ კანონის ზღვარზე. როგორც კი გადაუხვევთ კანონს, დარწმუნებული იყავით, რომ ბევრი თქვენგანი და თქვენი მომხრეები მოინახულებენ თავის ძველ მეგობრებს მატროსოვზე", – მიმართა ქანთარიამ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.
ქუთაისში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით ქანთარიამ პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" დააკისრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.