ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე წელს, ვაკის რაიონს, სულ, 23 სკვერი შეემატება. მათ შორის, ცხრა მისამართზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
აღნიშნულ სკვერებში, სულ, 2 000-მდე ხე-მცენარე დაირგო, კეთილმოეწყო ბავშვთა-გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყო განათების და სარწყავი ქსელები, რამდენიმე მისამართზე მოიხატა კედლები.
დასრულებულ დასასვენებელ სივრცეებს რამდენიმე მისამართზე ვაკის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.
“გამწვანება და კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნა - ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ წლიდან წლამდე მეტი შესაბამისი პროექტის განხორციელებას ვცდილობთ. წელს, ვაკის რაიონის მასშტაბით, სკვერების პროექტების დაგეგმვა 20-ზე მეტ მისამართზე მოვახერხეთ. რეაბილიტირდა და მოეწყო, როგორც მცირე ზომის სივრცეები, ასევე, შედარებით დიდი ზომის სკვერები, სადაც განსაზღვრულია საბავშვო ზონები და დასასვენებელი სივრცეები უფროსებისთვის. სკვერები გალამაზებულია მხატვრების ნამუშევრებით და სხვადასხვა მცენარით. ახალი ინფრასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს და იმედი გვაქვს, ასეთივე მონდომებით გაუფრთხილდება ამ სივრცეებს”, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.
სულ, 23 სკვერის მოწყობა-განახლებაზე 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. 12 დასასვენებელი სივრცე სრულიად ახალი, 11 კი - რეაბილიტირებული იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.