შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ჩხოროწყუს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.
ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.
დღეიდან, ჩხოროწყუს სრულიად ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება.
2012–2020 წლებში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები: ამბროლაურში, ყაზბეგში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, სიღნაღში, ბორჯომსა და ანაკლიაში. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სრულდება: წალენჯიხაში, მარტვილში, ჩოხატაურსა და აბასთუმანში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.