საქართველოს თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო.
„ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ინიციატივის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული ID ბარათებით ისარგებლონ. ამერიკულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბარათების დამზადება უკვე დაწყებულია. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სიახლე და ახალი ბარათის უპირატესობები საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ყოლბაიამ გააცნო.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული, ახალი დიზაინის ID ბარათი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და წინა ბარათთან შედარებით უფრო დაცულია. ახალი ID ბარათები ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სექტორსა და დაწესებულებაში, შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო განათლების, საბანკო, გამომცემლობის, სავაჭრო, სპორტის და სხვა სფეროებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
პროექტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და კერძო სექტორთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პირობების შეთავაზებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს,
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.