"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა განცხადება გუშინ საღამოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე გააკეთეს.
როგორც მათ განმარტეს, პოლიტიკურ ძალებთან აღნიშნულის თაობაზე მოლაპარაკებების პარალელურად, ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც გეგმავენ.
"ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკებების პროცესში", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
"ჩვენ არ ვართ მოსული ერთი მოქალაქის სახლთან, ჩვენ ვდგავართ სახელმწიფო კანცელარიასთან, ჩვენ ვდგავართ იმ სახლთან, ვინც მართავს მთელს საქართველოს. აქ ზის კაცი, რომელიც ერთობა ჩვენი ქვეყნის მომავლით. ამ კაცს ახარებს საზოგადოების დამცირება. ამ კაცს ახარებს საკუთარი თოჯინების დამცირება, რომლითაც გაავსო მთავრობა. ეს კაცი ბოლო სამი წელია დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ ჩაახშოს საზოგადეობაში ის ძალები, ვინც საფრთხეს უქმნის მის ძალაუფლებას. სწორედ ამიტომაა, რომ ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ გააჩუმოს "რუსთავი 2", ფიქრობს იმაზე, როგორ გააჩუმოს ისინი ვინც ხმას ამოიღებენ. როგორ ჩაკეტოს ციხეში პოლიტპატიმრები, რომელთა რიცხვს დაემატა სამი ქუთაისელი ახალგაზრდა. მაგრამ მან უნდა იცოდეს ჩვენი პასუხი ამაზე - ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით ამას. მან უნდა იცოდეს, რომ პოლიტკური განაჩენი მას გამოტანილი აქვს უკვე. ერთი რამაა გასარკვევი, როდის მოვა სისრულეში ეს განაჩენი და რამდენად მკაცრი იქნება ის. ჩვენ, საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ ბიძინა უნდა წავიდეს. ესენი უნდა წავიდნენ, რომ გამარჯვება იზეიმოს საქართველომ. ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის სალხთან გამართულ აქციაზე.
"ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ეს ბრძოლა, ჩვენ ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხი ვართ. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ბრძოლა. ზუსტად ვიცით, რის მერე რა უნდა გავაკეთოთ. მაშინ როცა ეს [ბიძინა ივანიშვილი] პუტინისგან სწავლობდა ხალხის დამონება როგორ უნდა, ჩვენ სხვა ხალხებს ვეხმარებოდით თავისუფლების მოპოვებაში და წარმატებით ვაღწევდით ამას", ეს განცხადება კი აქციის მონაწილეების წინაშე გივი თარგამაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.