ბუბა კიკაბიძე: ძალიან ბევრმა დარეკა მოსკოვიდან და მადლობები გვითხრეს, რომ ძლივს ქართველისგან გავიგონეთ ჩვენს ენაზე, როგორ უყვართ თავისი ქვეყანაო
30-10-2020, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო, –განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძე პარტიის ორგანიზებულ აქცია-კონცერტზე რუსულად შესრულებულ „თბილისოსთან“ დაკავშირებით.

 

 

როგორც ბუბა კიკაბიძემ აღნიშნა, მოხდა ტექნიკური შეცდომა.

 

 

„ტექნიკური შეცდომა მოხდა. მე ამას ვმღერი უკრაინაში, მე მაქვს კარგი რუსულენოვანი პროგრამა და უკრაინაში რომ მივდივარ ვმღერი რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია, რომ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად. სიმღერა არის იმაზე, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო. ნუ ნერვიულობენ, მე როგორც კი ომი დაიწყო საქართველოსთან, იმის მერე არც ერთ რუსულ ქალაქში არ ვყოფილვარ. ჩემი განწყობა იციან, თუ ვინმე პატრიოტია, ერთ-ერთი მე ვარ. ხარვეზი მოხდა, მერე რა. ბუბა კიკაბიძეს, უნდა, რუსულად იმღერებს, უნდა ინგლისურად, უნდა ქართულად, მაგრამ ყოველთვის მღერის საქართველოზე, ქართველ ხალხზე, პატარა ქვეყანაზე, რომელზეც გიჟდება ისე უყვარს. ჩემმა მეგობრებმა გაიგეს ეს, ძალიან ბევრმა დარეკა და მადელობები გვითხრეს, რომ ძლივს ქართველისგან გავიგონეთ ჩვენ ენაზე, როგორ უყვართ თავისი ქვეყანა. რა არის აქ ისეთი, რომ ლანძღვა დაიწყონ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი