არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს,მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რეიტინგები, გრუ, ჩატებიდან ამოღებული რაღაც. სამწუხაროა, ეს ყველაფერი. თემა არის შემდეგში, მე არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული. მარტივი მიზეზის გამო, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში. ყველაზე სწორი არის ეს შეგრძნებები და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება.
პოლიცია დაიცავს თითოეულ მოქალაქეს. როგორც კი, ეს გავა ზღვარს, რისკს შეუქმნის სხვა მოქალაქეს ან შენობებს, რა თქმა უნდა, პოლიცია იმოქმედებს თავის მანდატში, კანონის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.