„მე ვიქნები თქვენი მართალი და ხმამაღალი ხმა პარლამენტში,“ - განცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, რომელმაც მხარდამჭერებთან ერთად მოტომსვლელობა გამართა და დიდუბე-ჩუღურეთში საარჩევნო კამპანია დაასრულა.
,,დღეს არის ჩვენი შემაჯამებელი მსვლელობა, იცით, რომ ჩემი კამპანია სწორედ მსვლელობით დავიწყე და ახლაც მსვლელობით დავასრულებთ. ეს იქნება მოტომსვლელობა სადაც, ჩვენ გავამხნევებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ყველა მოემზადოს საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად და განეწყოს იმისთვის, რომ პირველი ნოემბრიდან ერთად უნდა დავიწყოთ ამ სანაპიროს გამოცოცხლება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
დეპუტატობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ მიმართა ამომრჩეველს, მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ არჩევანი ქვეყნის რეალური ცვლილებებისთვის.
,,ის 10 ნაბიჯი, რომელიც მე წარმოვადგინე კონკრეტულად ამ ნაპირისთვის, მარცხენა სანაპიროს აქცევს თბილისის კულტურულ და ეკონომიკურ ეპიცენტრად. ჩვენ ვიყავით ყველგან, დაწყებული დიღმის მასივიდან დასრულებული ივერთუბანით, რომელიც საერთოდ მივიწყებულია ხელისუფლებისგან. დღეს ჩვენ საბოლოოდ ჩამოვართმევთ ხელს ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ გავამხნევოთ ისინი, უკლებლივ ყველანი მოვიდნენ არჩევნებზე და ერთად დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა პირველი ნოემბრიდან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.