ხვალ ჩვენ ქვეყანას აქვს კიდევ ერთი ტესტი ჩასაბარებელი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ წარმატებით. ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხვალინდელ არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნების“ შედეგი 60%-თან იქნება მიახლოებული. ეს არის ჩვენი პროგნოზი, დანარჩენს ხვალ, დემოკრატიული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს და ყველას, არა მხოლოდ „ქართული ოცნებას“, ჩვენ ქვეყანას, ვუსურვებ გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ, რადგან ეს გამარჯვება იქნება ხვალინდელი ძალიან პოზიტიური დღის წესრიგის მომასწავებელი.
სამი დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ოპერირებენ ე. წ. დამოუკიდებელი ექსპერტები თუ არასამთავრობოები, რომლებიც აქამდე ცდილობდნენ, თუმცა ახლა ვეღარ გაბედავენ ამას, რადგან ისინი იწოდებიან სუბიექტურ დამკვირვებლებად; მათ ასე უკვე თავად დაირქვეს. შემდეგ იყო ჩვენ მიერ მტკიცებულებებით მხილებული ფეისბუქსისტემა, სადაც ასობით და ათასობით ფეიქექაუნთი ჩართულია დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დანაყოფებს ეკუთვნის. ამის შემდეგ იყო კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის თანამშრომელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა. ამის შემდეგ, უკვე დღეს ჩვენი მხრიდან გახმაურებული იყო ასევე კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც, იმედი ვიქონიოთ, არ დადასტურდება. ჩვენი პრევენციული სახის განცხადებები უზრუნველყოფენ იმას, რომ ისინი წესით ამას ვეღარ გაბედავენ, მაგრამ თუ გაბედავენ, ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხი ამაზეც იქნება მყარი. როდესაც ვსაუბრობთ მტკიცებულებებზე, თქვენ ნახეთ, რომ არც ერთი, ჩვენ მიერ წინა დღეებში გაკეთებული განცხადება არ დარჩენილა ან მტკიცებულების ან დადასტურების გარეშე. წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა თავად აქტორების მიერ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.