გიორგი მარგველაშვილი: აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს ელჩთან, არჩილ გეგეშიძესთან კონტაქტი საერთოდ არ მქონია
06-10-2015, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩევს, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული საელჩოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ. ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" აშშ-ში საქართველოს ელჩზე, არჩილ გეგეშიძეზე საუბრის კონტექსტში გააკეთა. მარგველაშვილის ნიუ იორკსა და ვაშინგტონში ვიზიტისას გეგეშიძე პრეზიდენტის არც ერთ შეხვედრაში არ მონაწილეობდა.


"მთელი დიპლომატიური კორპუსის თაობაზე მე ვერ გავიზიარებ კითხვის ნიშანს, რადგან ქართველი დიპლომატები ქართულ სახელმწიფოს წინ სწევენ, როდესაც თავისი პროფესიონალიზმით, მოწოდებით, მუშაობით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის არც თუ იოლი დღის წესრიგის სხვადასხვა დედაქალაქებში წამოწევას და ესმით, რამდენად დიდი ნდობაა, როცა შენ გქვია საქართველოს ელჩი და სხვა ქვეყნების დედაქალაქებში წარმოადგენ შენს სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ იმ დედაქალაქში არ არის პრეზიდენტი - თუ პრეზიდენტია სწორედ პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს, როგორც სახელმწიფოს მეთაური. შესაბამისად, დიდი პატივისცემა არის გამოხატული ადამიანის მიმართ, ვისაც ჩვენ ელჩის მანდატს ვანიჭებთ... მთელი წესი, რიტუალი, ღირსებაა ჩადებული სახელმწიფო სამსახურში, რომლის დეგრადირებაც პრინციპულად მიუღებელია. ეს არის მორღვევა ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ღირებულებების. სხვათა შორის, ერთ-ერთი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო წინა ხელისუფლბის დროს, იყო საჯარო სამსახურების პოლიტიზება, მაგალითად, როდესაც მესმოდა, რომ პოლიციელები ყვიროდნენ "მიშა, მიშას". მახსოვს, როცა ოპოზიციაში ვიყავი, ვამაყობდი, რომ როდესაც მიტინგზე ბიძინასთან ერთად მივდიოდი და იწყებოდა "ბიძინა, ბიძინას" სკანდირება, ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა მხარდამჭერები გაეჩერებინა და მოუწოდებდა, რომ ეყვირათ "საქართველო", ანუ ჩვენ ვახდენდით საჯარო სამსახურის დეპერსონალიზაციას, დეპოლიტიზაციას. თუ ასეთი მოტივაცია ნელ-ნელა ჩნდება ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელეში, განსაკუთრებით დიპლომატიურ კორპუსში, ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენი უმაღლესი დიპლომატიური სამსახურის - საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, რომ სწორი მორალი, დიპლომატიური ეტიკეტი აღზარდოს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენლებში, ვინც ელემენტარულად არღვევს კანონმდებლოოის მთელ რიგს, როდესაც პრეზიდენტს არ ხვდება იმ ქვეყანაში.


სხვათა შორის, მე იქ არ ვიყავი ჩასული ჩემი კერძო ვიზიტით, ვიყავი ჩასული საქართველოს სამსახურში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და შეხვედრების შედეგად ძალიან საინტერესო საშინაო დავალებას დავუტოვებდი ქართულ დიპლომატიურ მისიას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დაამატა, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩთან, არჩილ გეგეშიძესთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი