დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი „რეაქციონერი გლობალისტია, რომელსაც მუშათა კლასი არანაირად არ ანაღვლებს“
31-10-2020, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ბარაქ ობამას 8-წლიანი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მწვავედ აკრიტიკებს და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ იგი „რეაქციონერი გლობალისტია, რომელსაც მუშათა კლასი არანაირად არ ანაღვლებს“.

 


„ჯო ბაიდენმა ბოლო 47 წელი თქვენი სამსახურების გარე რესურსებისთვის გადაცემაში, თქვენი საზღვრების გახსნაში, და ამერიკული სისხლის და საგანძურის დაუსრულებელი უცხოური ომებისთვის შეწირვაში დახარჯა. იგი რეაქციონერი გლობალისტია, რომელსაც მუშათა კლასი არანაირად არ ანაღვლებს. იგი მუდმივად ცდილობდა შეემცირებინა სამედიცინო და სოციალური უსაფრთხოება. ბაიდენი იყო გულმხურვალე მომხრე NAFTA-სი - აგზავნიდა რა თქვენს საავტომობილო სფეროში სამუშაო ადგილებს მექსიკაში. მან ხმა მისცა ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას, რითაც თქვენი ინდუსტრია გამოშიგნა, რათა დაფინანსებულიყო ჩინეთის ზრდა. მიჩიგანის მთელი ავტოწარმოების ნახევარი სამუშაო ადგილების ლიკვიდაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა მხარი დაუჭირა NAFTA -ს და ჩინეთის უბედურებებს... 2016 წელს მიჩიგანმა ხმა მისცა კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის სახლში გაშვებას და თქვენ პრეზიდენტად აირჩიეთ გარეშე პირი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ამერიკას აყენებს უპირველეს ადგილზე“, აცხადებს ტრამპი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი