ევროკავშირის ელჩი: „შთამბეჭდავია, რომ ამდენი ხალხი უკვე გამოსულია ხმის მისაცემად; ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი და არ იქნება დაშინება, ძალადობა“
31-10-2020, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შთამბეჭდავია, რომ ამდენი ხალხი უკვე გამოსულია ხმის მისაცემად. ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი და არ იქნება დაშინება, ძალადობა. ესაა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან.

 


„2020 არჩევნების დღე დიდი დღეა. ბევრი ადამიანის მსგავსად, დღეს დიდი სამუშაო დღე მექნება. ყველა დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს იმას, ვინც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მართოს ეს ქვეყანა. საარჩევნო უბანზე არსებული ვითარება საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიმედოვნებთ, არჩევნები ისევე კარგად ჩაივლის, როგორიც დღეს ამინდია. არის სასიამოვნო ამინდი და არც ისე სიცხეა და არც სიცივე. სხვა უბნებსაც ვესტუმრები და ასევე, შევხვდები ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შეხვედრა იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან და სხვებთან. ვიმედოვნებთ, ვნახავთ შესაძლებლობას, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა და დაამატა:

 


„ჩვენ გვყავს ევროკავშირის 70 დიპლომატიური სადამკვირვებლო ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც უფრო ყოვლისმომცველ ინფორმაციას შეაგროვებენ. ჩვენ ამას ვაკეთებთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის დასახმარებლად, რათა გვქონდეს სრული შეფასება. ODIHR-ის მისია შეფასებას ხვალ გააკეთებს. შთამბეჭდავია, რომ ამდენი ხალხი უკვე გამოსულია ხმის მისაცემად. ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი და არ იქნება დაშინება, ძალადობა. ესაა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი