„არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და განვითარებაზე,რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა კახა კალაძემ ხმის მიცემის პროცედურის გავლის შემდეგ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს აქტიურობისთვის.
„ხალხმრავლობაა საარჩევნო უბანზე, რაც ძალიან კარგია. მინდა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მადლობა გადავუხადო, რომ იხდის თავის მოქალაქეობრივ ვალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ხმა საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც ვაჟთან ერთად მივიდა.
საქართველოში დღეს მორიგი საპარლამენტო არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევენ საქართველოს პარლამენტის 150 წევრს, მათ შორის 30 წევრს ‒ მაჟორიტარული, ხოლო 120 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.