ძალიან სტაბილური სამწლიანი მანდატი მაქვს 2018 წლამდე - მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ აპირებს
06-10-2015, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი2"-ზე გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.


"მე მოსახლეობამ დამაკისრა საპრეზიდენტო მანდატი და არა მგონია, რომ ეს მანდატი უნდა შევცვალო. შესაბამისად საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, არ ვაპირებ იმ კონკრეტული მიზეზის გამო, რომ ეს დამავალა ქართველმა ხალხმა - ძალიან სტაბილური სამწლიანი მანდატი მაქვს 2018 წლამდე. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, ბუნებრივია, დღეს მე განცხადებას იმის თაობაზე, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, არ გავაკეთებ. პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს საკითხი ჯერ საერთოდ არ დგას, ეს არის 3 წლის მერე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი