აშშ-ის ელჩი დეგნანი: „ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას; აშშ-ს არ ჰყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია; ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი“
31-10-2020, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია.

 

 

„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და არა შედეგზე.

 


„სამართლიანი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ხმა უდრის ერთ ამომრჩეველს და არა საარჩევნო ყუთში ჩაყრილ ბიულეტენებს, ხმის მრავალჯერ მიცემას, ან კიდევ გამარჯვების მისაღწევად გაყალბების სხვა მეთოდების გამოყენებას. სამართლიან არჩევნებში არ უნდა ქონდეს ადგილი დაშინებას, ხმების მოსყიდვას, ან ამომრჩევლის დაძალებას ფოტო გადაუღოს თავის ბიულეტენს. საბოლოოდ, საქართველოში არჩევნების წარმატებულად ჩატარება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ხმა არჩევნებში ხმის მიცემის გზით დაფიქსირდეს. ასე რომ, გაიკეთეთ პირბადეები, დაიცავით დისტანცია და წადით არჩევნებზე ხმის მისაცემად“, აცხადებს ელჩი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი