ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს. მე ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უალტერნატივოა ქვეყანაში განვითარების გაგრძელების, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ეს ის აუცილებელი პირობებია, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის უკეთეს მომავალს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ხობი თავის ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და მხარს დაუჭერს საქართველოს წარმატებას” - განაცხადა ხობის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.