შესაძლოა, მექანიკურად მოხდა რომ ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
„დიმიტრი შაშკინი გახლავთ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მას აქვს იარაღის ტარების უფლება და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის რეგულარულად ატარებს. ეს არ ნიშნავს, რომ ის საარჩევნო უბანზე შედის იარაღით. არ მაქვს ინფორმაცია კახა ოქრიაშვილის შესახებ, თუ მას აქვს იარაღის ტარების უფლება, მას ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. ბუნებრივია, დემონსტრირება არ უნდა ხდებოდეს. შესაძლოა, მექანიკურად მოხდა რომ ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა, თუმცა, მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღით გადაადგილდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.