„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იარაღის ტარების უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს, ყოფილ სამართალდამცველს და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საარჩევნო პროცესს, „ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებგებლობა და იქ დაუშვებელია, ვინმე იარაღით დადიოდეს“.
„რაში სჭირდება დიმიტრი შაშკინს ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც დადიან საარჩევნო უბნებზე, არაფერში. ბუნებრივია, აქ ძალიან ლოგიკური ეჭვები ჩნდება, რომ მათ აქვთ რაღაც დესტრუქციული ზრახვები და იარაღის დემონსტრირებაც ამ დესტრუქციული სცენარის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ, გვინდა, მათ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ნებისმიერი დესტრუქციის მცდელობა კანონის საფუძველზე ძალიან მკაცრად იქნება პასუხგაცემული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.