დავით სერგეენკო: ორივე დელეგაციაში ერთდროულად ელჩი ვერ იქნებოდა
06-10-2015, 01:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტვას, რომ ორი დელეგაციის ერთდროულად ვიზიტის პირობებში საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორივე დელეგაციაში ერთდროულად  ვერ იქნებოდა.

 
"მე პროტოკოლში ჩახედული არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ორი დელეგაციის ერთდროული ვიზიტის პირობებში საელჩოს თანამშრომლები გადანაწილდნენ. ამჯერად მოხდა ისე, რომ თვითონ ელჩი იყო პრემიერთან და საელჩოს სხვა მაღალი თანამდებობის პირები - პრეზიდენტთან. ცხადია, რომ ორივე დელეგაციაში ერთდროულად ელჩი ვერ იქნებოდა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


რაც შეეხება იმას, არის თუ აქტუალური საქართველო შეერთებული შტატებისთვის, სერგეენკო პასუხობს:


"შემიძლია, ეს ფაქტი ცალსახად დაგიდასტუროთ და ჩამოვთვალო არა ერთი პროექტი, რომელიც ამერიკის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. მე მგონი, საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი მათგანიც, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის დასახელება. ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ მსგავსი ათეულობით პროექტი ხორციელდება. შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოსა და ამერიკას შორის წარმატებული და მზარდია", - განაცხადა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას მას საქართველოს ელჩთან, არჩილ გეგეშიძესთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი