პარტიებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება ამომრჩეველი შეაშინოს, – ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორი, ეკა გიგაური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიმიტრის შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარების ფაქტს.
„მე ამას უარყოფითად ვაფასებ, მგონია, რომ ეს არ არის სწორი. როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება შეაშინოს ამომრჩეველი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, გააკეთონ ყველაფერი, რათა ჩვენ საარჩევნო გარემოს შეფასებისას პრობლემები არ გვქონდეს და ასევე, გააკეთონ ყველაფერი, არ შეუქმნან განწყობა ამომრჩეველს, რომ საშიშია უბანზე მისვლა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი ამომრჩევლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. თუ პირს იარაღის ტარების უფლება აქვს, ცხადია ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ძალიან ცუდ აღქმას ტოვებს და ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, ეს არის ცუდი, რადგან ჩვენ ისედაც ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს არჩევნების ჩატარება, ძალიან ბევრი ბარიერი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან პანდემიის პირობებში ტარდება არჩევნები და ნუ შევუქმნით დამატებით განწყობებს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე. ამიტომ, წყნარ გარემოში არჩევნების ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიგაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.