„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. პარტიის ლიდერი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას.
„დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას. ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მოვუწოდებ ყველას, თავისი სინდისის, ოჯახის მომავლის და თავისი ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.