მუხროვანის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე კობა ოთანაძე არ გამორცხავს, რომ მას გივი თარგამაძემ ესროლა. მისი თქმით, როგორც მან შეიტყო, თარგამაძეს იარაღი ეჭირა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი "პრაიმტაიმი" აქვეყნებს.
"მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ან თარგამაძეს ან უგულავას ადგილზე რა უნდოდათ? მაგათ თვალწინ როგორც ტყვიას მესროდნენ, ისე მაწამებდნენ. თვითონაც და ყველა, ვინც იქ იყვნენ. არ არის გამორიცხული, რომ მათ მესროლეს. მე იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. სხვათა შორის, ვიღაცებმა მითხრეს, რომ გივის ეჭირა იარაღი და გამორიცხული არ არის, რომ მან მესროლა," – აცხადებს კობა ოთანაძე.
მისი თქმით, მინისტრებისა და მაშინდელი დედაქალაქის მერის გიგი უგულავას თვალწინ კაცს სცემენ, კლავენ და ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია. "სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური ვარ. რა უნდოდა ან პარალამენტარს, ან მერს ან მინისტრს სპეცოპერაციაზე. როდესაც სპეცოპრერაციას ვატარებდი, აქ სხვა არავინ ყოფილა და პასუხისმგებელი მე ვიყავი. მინისტრებისა და ქალაქის მერის თვალწინ კაცს სცემენ, კლავენ – ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია," – აღნიშნავს კობა ოთანაძე.
როგორც "პრაიმტაიმი" წერს, მუხროვანის საქმის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ამირიძე ადასტურებს, რომ გამოძიება კობა ოთანაძის სროლის ეპიზოდში გივი თარგამაძის ვერსიაზე მუშაობს. თუმცა გიგი უგულავას "აღიარებასაც" ახსნას უძებნის. მისი განცხადებით, ამ სიტყვებით ყოფილმა მერმა თავი დაიზღვია. საუბარია გიგი უგულავას მიერ გადაცემა "რეაქციაში" გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა განაცხადა, რომ გამოძიება გივი თარგამაძის ბრალის "შეკერვას" ცდილობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.