სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურაბ ერისთავი Facebook-ის მეშვეობით სასიამოვნო ამბავს ავრცელებს. როგორც ერისთავი წერს, მან მუშთაიდის ბაღში საფულე დაკარგა, სადაც დდი ოდენობის თანხა ჰქონდა შენახული. რაც შემდეგ მოხდა, ყველას აღფრთოვანებაში მოიყვანს.
„მეგობრებო, გუშინ მუშთაიდში, როგორც აღმოჩნდა “ეშმაკის ბორბალზე” ამომივარდა საფულე, სადაც 800 დოლარი და 300 ლარი მედო. პოვნის იმედი, რა თქმა უნდა, აღარ მქონდა. მხოლოდ საბუთების მოძიების მიზნით მივაკითხე ადმინისტრაციაში. ჩემი საფულე ორ ბიჭს უპოვია, ასე 15-17 წლისები იყვნენ და უკლებლივ ყველაფერი ჩაუბარებიათ ადმინისტრაციისთვის. მთელი ძალიათ ვეცადე 100-100 დოლარი მაინც მეჩუქებინა და არაფრით გამომართვეს.
დასკვნა, იბერია მაინც გაბრწყინდება!
ვენაცვალე მაგათ მშობლებს.”- წერს ზურაბ ერისთავი.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.