ამდენი წლის პოლიტიკაში ყოფნის მიუხედავად, არ მახსენდება არც ერთი არჩევნები, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვის სახით, ფულის დარიგების ამდენი შემთხვევა ასე პირდაპირ ყოფილიყო დოკუმენტურად ასახული, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ბაქრაძის თქმით, ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება.
„თანხა, რომელსაც „ქართული ოცნება“ არიგებს და აქტივისტებს, რომლებსაც ვუყურებთ, იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას უჭირს, მარცხდება. ჩვენი ამოცანაა, ეს მარცხი ბოლომდე მივიყვანოთ და ვუზრუნველყოთ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი მარცხი მიიღოს, რათა ხვალიდან იყოს სიმშვიდე და არჩევნები კითხვის ქვეშ არავინ დააყენოს.
ვისაც აღარ უნდა ჭაობში ცხოვრება, არჩევნებზე უნდა მოვიდეს. მინდა, თითოეულ ამომრჩეველს ვუთხრა, ეს მთავრობა თუ რამეს გაძლევთ, ღმერთმა შეგარგოთ, რადგან ის 50 ლარი არ არის ბიძინა ივანიშვილის ფული, ეს არის ბიუჯეტის და ხალხის ფული. რასაც გაძლევენ, ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ საარჩევნო უბანზე რომ შეხვალთ, გაიხსენეთ, რომ თქვენი ცხოვრება და შვილების მომავალი 50 ლარზე ბევრად მეტი ღირს და არჩევანი გააკეთეთ მომავლის სასარგებლოდ.
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, არსებული დარღვევები დააყენებს თუ არა ლეგიტიმაციის პრობლემას, არც მინდა განვიხილო ლეგიტიმაციის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რადგან ჩვენი ამოცანაა, დარღვევების მიუხედავად, არჩევნები ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანოთ. დარღვევების მიუხედავად არალეგიტიმურობაზე არ ვსაუბრობთ. არ მინდა, დარღვევებმა მთავარი სურათი გადაფაროს, რაც არის ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მარცხდება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.