ნიკა მელია: „მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე; ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებინებთ“
31-10-2020, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ და გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ იქ „შემაშფოთებელია ვითარება“.

 


მან აღნიშნა, რომ გლდანში „უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი“.

 


„გლდანში იმაზე უფრო შემაშფოთებელია ვითარება, ვიდრე მაყურებელს ჰგონია, რადგან არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც აქ არის და რომლის სულის ჩამდგმელიც არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. მათ იციან ეს და ხედავთ, რას აწყობენ. მობილიზაციაა ყველა კრიმინალის. იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრორაიონში, 84-ე საარჩევნო უბანთან და იარაღის მუქარით, ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც კახი კალაძის ბავშვობის მეგობარია, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს. ამ დროს პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი იყო საარჩევნო უბანზე, ირაკლი ეძგვერაძე, ჩემი მეგობარი დააკავეს. ჩვენ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი და ადვოკატებიც ვერ პოულობენ. ეს არჩევნები დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული და როგორც ვატყობ, არამხოლოდ გლდანის რაიონში“, - განაცხადა მელიამ.

 


მისი თქმით, „კრიტიკული საათები მოდის და ხმებს დაცვა სჭირდება“.

 


„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებინებთ. საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები, არ დაარბიოთ საარჩევნო უბნები და ამ მასკარადებს აწყობთ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით, საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. ჩვენ ვართ მშვიდად. განგებ არ გავდივარ საარჩევნო შტაბიდან. ამიტომ, მხარდამჭერებს ვთხოვ, მშვიდობიანად გამოცხადდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა ხმები დავიცვათ. ეს არჩევნები მოგებულია“, – განაცხადა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი