CNN -ის ცნობით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ტელეკომპანია, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. პენტაგონის მონაცემებით, რუსეთის მთავარი სამიზნე სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციაა. სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად კი, რუსეთი სირიაში ჯარისკაცებსა და შეიარაღებას აგზავნის.
როგორც "სიენენი" აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინათ რუსეთმა სირიის პორტ ლატაკიაში 6 საარტილერიო დანადგარი გააგზავნა. პენტაგონში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შეიარაღება სახმელეთო ოპერაციაში იქნება გამოყენებული.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს და მხოლოდ ავიადარტყმებით შემოიფარგლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.