„მთავარი არხის“-ის ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 41% პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ გავიდა - ხმების 33%-ით. ეგზიტ პოლის შედეგებს სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხი“ აქვეყნებს.
დანარჩენი ხმები ასე ნაწილდება:
ევროპული საქართველო 5%
ლელო 4%
გირჩი 3%
სტრატეგია აღმაშენებლი 3%
პატრიოტთა ალიანში 2%
მოქალაქეები 1%
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას, უბნების მიხედვით, რამდენიმე საათში დაიწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.