სააკაშვილი მოუწოდებს ივანიშვილს მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება ოპოზიციას და „არაფერი პრობლემა არ იქნება“
31-10-2020, 20:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება ოპოზიციას და „არაფერი პრობლემა არ იქნება“.

 

 

„თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ“, აღნიშნა სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

 


„წააგეს, დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი მნიშვნელოვანი ერი ვართ. თბილისი წააგეს, წაასხეს. ელენე ხოშტარიამ თითქმის 50% აიღო თბილისის ცენტრში, ვაკეში. ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებლად მოიგეს, საუბარია 50%-ზე. წარსულში 50-53-55 პროცენტით პირველივე ტურში როდესმე ოპოზიციას რომ მოეგო, ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის სისტემა დანგრეულია. ეს ჩამოშლილია, არ იმუშავა არც ერთმა მათმა ბარიერმა. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ბევრად მეტი აღებული, ვიდრე 33%-ია, რადგან ხალხი ყოველთვის ეგზიტპოლს სიმართლეს არ ეუბნება. 2016 წელს, პირველი ტურის შედეგად სალომე ზურაბიშვილი უსწრებდა გრიგოლ ვაშაძეს 12 პროცენტით და მერე დაჯდა თანაბარი შედეგი. ამ სიტუაციაში დასრულებულია მათ ისტორია. მიეცით ქართველ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება, მშვიდობიანად გადაეცით და არაფერი პრობლემა არ იქნება. თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ. მზად ვარ, თუ ისინი წავლენ დარღვევებზე, ამ ბრძოლაში ფიზიკურადაც, ჩემი ყოფით, ბოლომდე ჩავერთო. არ ვურჩევ არავის არანაირ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ ერთი ერის შვილები. ჩავატაროთ პროცესის მშვიდობიანი გადაცემა. მზად ვართ, გარანტია მივცეთ, რომ არანაირი რეპრესიები არ იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე და არა წარსულ გარჩევებზე. მიხვდით, რომ არჩევნები წაგებული გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა. მე არჩევნები წავაგე შვიდი-რვა წლის წინ, მაგრამ ცხოვრება არ დამთავრებულა. ცხოვრება ყოველთვის არსებობს არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 


მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა საქართველოში მოიპოვეს აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის წყალგაუმტარი ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი არის ლირიკა.

 


„საქართველოში იცვლება ხელისუფლება, საქართველო გააგრძელებს წინსვლას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი