კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, ამ პასუხისმგებლობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ
31-10-2020, 21:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გილოცავთ, მეგობრებო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი“, განაცხადა კახა კალაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

 


„წინასწარი მონაცემები უკვე დაფიქსირებულია და ცხადია, რომ ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

 

 

დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა იმ მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა. ვინაიდან დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა.

 

 

მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც საკმაოდ უჩვეულო, პანდემიის პირობებში წარმატებით გაართვა თავი საარჩევნო პროცესის გამართულ ორგანიზებას . ამავდროულად მსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს , რომელიც მოწოდების სიმაღლეზე მუშაობდა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ნების გამოხატვა სათანადოდ უზრუნველყო.

 

 

მადლობა ადგილობრივ და უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებს და ყველას ვინც მორიგი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში საკუთარი წვრილი შეიტანა.

 

 

პირველ რიგში მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს მონიჭებული ნდობისთვის, იმ მანდატისთვის , რაც დღეს კიდევ ერთხელ გადმოგვცა ქართველმა ხალხმა და გპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაუზარებლად ვემსახურებით ჩვენს ხალხსა და სამშობლოს, რათა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

 

 

დღეს თქვენ აირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი, თქვენი და თქვენი შვილების ნათელი მომავალი, მშვიდობა , უსაფრთხოება და კეთილდღეობა. თქვენ აირჩიეთ ჩვენი, ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობების ოცნება, რომ საქართველომ ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. მადლობა ნდობისთვის. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი