ჩვენი ინფორმაციით, მაჟორიტარულ ოლქებშიც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად გამოცდილი ადამიანები წარადგინა და მაღალი მხარდაჭერა მოსალოდნელი იყო.
„ჩვენი ინფორმაციით, რომელსაც ჩვენი პარტიული ორგანიზაციები გვაწვდიდნენ, მაჟორიტარულ ოლქებშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა და დამაჯერებლად ვიმარჯვებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის მიერ მიღებულ შედეგთან ძალიან ახლოს არის ან ზოგიერთ ოლქში მცირედ მეტიც არის ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერა. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად პოზიტიური კამპანია ჩაატარეს მათ. წელს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან გამოცდილი, წარმატებული ადამიანები წარადგინა მაჟორიტარებად და ველოდით, რომ ასეთი მხარდაჭერა გვექნებოდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.