დავით ბაქრაძე: ყველა ეგზიტპოლი აჩვენებს, რომ სურათი არის აჭრილი, ისეთი კონფიგურაციაა, როცა თითოეული ხმა გადამწყვეტი იქნება
31-10-2020, 21:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა ეგზიტპოლი აჩვენებს, რომ სურათი არის აჭრილი, დღეს ისეთი კონფიგურაციაა, როცა თითოეული ხმა გადამწყვეტი იქნება იმის განსაზღვრისთვის, რომელ მხარეს არის ხელისუფლება, ვიდრე ეს არ გაირკვევა, არჩევნების საბოლოო შეფასებისგან თავს შევიკავებთ, – განაცხადა შემაჯამებელ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

 

 

როგორც ბაქრაძე განმარტავს, მათი პარტიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ხმების 37,4 პროცენტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 28,9 პროცენტი, „ევროპულმა საქართველომ“ – 10 პროცენტი.

 

 

„რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი უკვე გამოცხადდა – ყველა ამ შედეგს ორი რამ აერთიანებს. შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში.

 

 

როცა ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, როგორ დაჯდება ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება. ასეთ პირობებში, ჩვენთვის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ცესკო-ში ხმების დათვლას. მივმართავ „ევროპული საქართველოს“ წევრებს – საარჩევნო უბნებში, ოლქებში, ცესკო-ში გადაწმყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული ხმისთვის ბრძოლას. მას შემდეგ, რაც ოფიციალური მონაცემები დაიდება, არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას გავაკეთებთ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

 

 

ბაქრაძის თქმით, ყველა ეგზიტპოლში პასუხში უარის მაჩვენებელი მაღალია, რაც გაურკვევლობას ქმნის. ამასთან, დავით ბაქრაძემ კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებზეც ისაუბრა.

 

 

„უნდა დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს, დავიცვათ ხმები და ცესკო-ს დაველოდოთ. კენჭისყრის დღე იყო ძალიან მძიმე. ვიხილეთ, დარღვევების მთელი კასკადი, ვიხილეთ ფიზიკური ინციდენტები, მოსყიდვა და თანხის დარიგება. ყველაფერი, რაც ცუდია, მოხდა დღესაც, ოღონდ, ხილულად და უფრო მასშტაბურად. არჩევნების შესაფასებლად გვაკლია  ხმების დათვლის პროცესი, რაც არის მთავარი კომპონენტი“, – დასძინა ბაქრაძემ.

 

 

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას დღეს არ შეუერთდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი