მამუკა მდინარაძე: არ არის გამორიცხული, ჩვენი შედეგი გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ეგზიტპოლის 55 პროცენტიანი მაჩვენებელია, რადგან პარტიული აქტივის 80 პროცენტმა 17:00 საათის შემდეგ მისცა ხმა
31-10-2020, 21:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, საპარლამენტო არჩევნებში პარტიის შედეგი გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ეგზიტპოლის მიხედვით 55 პროცენტიანი მაჩვენებელია, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ფიქრობს თუ არა რომ ეგზიტპოლის შედეგები შეიცვალოს.

 

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარტიული აქტივის 80 პროცენტმა საარჩევნო უბნებზე 17:00 საათის შემდეგ მისცა ხმა.

 

 

„არ არის გამორიცხული, რომ „იმედის“ მიერ გამოცხადებულ მონაცემებსაც კი, ზემოთ აცდეს ჩვენი შედეგი, რადგან ჩვენ განსხვავებით წინა წლებისგან ჩვენი პარტიული აქტივი დავაორგანიზეთ, ვინც ხმების მობილიზებაში მონაწილეობდნენ, დავაორგანიზეთ 17:00 საათის შემდეგ. პარტიული აქტივის 80 პროცენტმა უბნებზე ხმა მისცა ხუთი საათის შემგდომ. თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემის გამოყვანას სჭირდება გარკვეული დრო, ეგზიტპოლის ჩამტარებელი რგოლი მუშაობს მაქსიმუმ 5-6 საათამდე, აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ ჩვენი შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს, თუმცა ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მე ამ პოზიტიურ მოლოდინს შემთხვევით არ ვახმოვანებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი