შუადღიდან ვიცოდი, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წარმომადგენელმა დევი ჭანკოტაძემ.
დევი ჭანკოტაძე აცხადებს, რომ მისთვის სანდო „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლია.
„უნდა დაველოდოთ, ეს არის ფორმალობა. ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ და ხვალიდან ქართულ-რუსული ოცნება უნდა წავიდეს. ჩვენთვის სანდო „მთავარი არხის“ ეგზიტპოლებია, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, მე შუადღიდან ვიცოდი, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა. „ფორმულას“ ეგზიტპოლი არ არის სანდო. მეტსაც გეტვით, რაც „მთავარმა“ თქვა, 41 პროცენტი ქართულ-რუსულ ოცნებას და 33 „ნაციონალურ მოძრაობასო“, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.