ირაკლი კობახიძე: დათვლილი უბნების მიხედვით, დამაჯერებლად ლიდერობენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები
31-10-2020, 23:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე დათვლილია და ცნობილია პირველი 24 საარჩევნო უბნის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ამ ოლქებში დამაჯერებლად ლიდერობენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები.

 

 

„ეს არის ოქმების მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი. 17 უბანია უკვე დათვლილი ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში, სადაც მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი – 52,02%. ორი უბანია დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69,92%. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში დათვლილია ერთი უბანი – გოჩა ენუქიძე – 86,21%. ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დათვლილია ასევე ერთი უბანი და ბეჟან წაქაძეს აქვს 68,84%. და ბოლოს, გურიაში არის დათვლილი სამი უბანი: ვასილ ჩიგოგიძე – 62,61%. როგორც ხედავთ ოთხივე შემთხვევაში პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები. ეს არის პირველი მონაცემები, რომლებიც არის შემოსული 24 უბნიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი