„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) შეფასებით, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ხმის მიცემის ფარულობის, მარკირების და წილისყრის წესის, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების და სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები, ასევე, გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხოფის და მუქარის ფაქტები.
„განსაკუთრებულად პრობლემური იყო რიგ უბნებსა და მათ მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები.
საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მასიური სახე ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა. არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები და ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წამოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.
ტენდენციის სახით გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხოფის და მუქარის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს არ დაუშვან მსგავსი ქმედებები.
ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 85 საჩივარი, საოლქო კომისიებში – 89 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 36 შენიშვნა“, – აცხადებენ ორგანიზაციებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.