ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 1085 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.
„31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართა. პარლამენტის არჩევნებთან ერთად ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხოლო საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში შედგა საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები.
საარჩევნო უბნებზე დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და სრულად იყო გათვალისწინებული ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი“, განაცხადა თამარ ჟვანიამ. მისივე თქმით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა ცალკეული გამონაკლისების გარდა, და ამომრჩევლებმა შეძლეს განეხორციელებინათ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და გაეკეთებინათ არჩევანი.
„მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. აქვე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ახლაც 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას და რომელთაც დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩევლებს. საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცედურები გრძელდება და ჩვენ სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge ეტაპობრივად ვათავსებთ შემაჯამებელ ოქმებს“, -განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
წინასწარი შედეგები 1085 საარჩევნო უბნის მიხედვით:
|
უბნების ჯამური რაოდენობა |
დათვლილი უბნები (რაოდენობა) |
დათვლილი უბნები (%) |
გაბათილებული უბნები |
|
3847 |
1085 |
28.2 |
0 |
|
პარტიის ნომერი |
პარტიის დასახელება |
შედეგი (რაოდენობა) |
შედეგი (%) |
|
1 |
(პარტია) „თეთრები” |
346 |
0.1 |
|
2 |
„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ |
14117 |
3.99 |
|
3 |
ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა |
2566 |
0.73 |
|
4 |
„დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ” |
1929 |
0.55 |
|
5 |
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” |
83447 |
23.61 |
|
6 |
„მომავალი საქართველო” |
371 |
0.1 |
|
7 |
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ |
564 |
0.16 |
|
8 |
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” |
11810 |
3.34 |
|
9 |
„გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“ |
170 |
0.05 |
|
10 |
„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ |
3268 |
0.92 |
|
11 |
„მშრომელთა სოციალისტური პარტია“ |
116 |
0.03 |
|
12 |
„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” |
140 |
0.04 |
|
13 |
„რეფორმერი“ |
276 |
0.08 |
|
14 |
„ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი“ |
543 |
0.15 |
|
16 |
„ახალი ქრისტიან-დემოკრატები” |
94 |
0.03 |
|
17 |
„ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო“ |
522 |
0.15 |
|
18 |
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ |
160 |
0.05 |
|
19 |
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ |
827 |
0.23 |
|
20 |
„საქართველო“ |
205 |
0.06 |
|
21 |
„თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ |
999 |
0.28 |
|
23 |
„ახალი ძალა“ |
192 |
0.05 |
|
24 |
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ |
3290 |
0.93 |
|
25 |
„თავისუფალი დემოკრატები“ |
689 |
0.19 |
|
26 |
ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის“ |
340 |
0.1 |
|
27 |
საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” |
8705 |
2.46 |
|
28 |
„ქართული ფესვები” |
262 |
0.07 |
|
30 |
„შეცვალე საქართველო” |
201 |
0.06 |
|
31 |
თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა |
399 |
0.11 |
|
32 |
„სახალხო პარტია“ |
188 |
0.05 |
|
33 |
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“ |
63 |
0.02 |
|
34 |
„სოციალური სამართლიანობისათვის“ |
438 |
0.12 |
|
36 |
„გირჩი“ |
6753 |
1.91 |
|
41 |
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
193418 |
54.72 |
|
42 |
რეფორმატორები |
688 |
0.19 |
|
43 |
„ზვიადის გზა“ (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის) |
224 |
0.06 |
|
44 |
„ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა“ |
1267 |
0.36 |
|
45 |
„ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ |
515 |
0.15 |
|
46 |
„გია ჟორჟოლიანი - სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ |
977 |
0.28 |
|
47 |
„ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია” |
594 |
0.17 |
|
48 |
„არჩევანი სამშობლოსათვის“ |
104 |
0.03 |
|
49 |
„ჯონდო ბაღათურია - ქართული დასი” |
129 |
0.04 |
|
50 |
„პროგრესული საქართველო“ |
148 |
0.04 |
|
51 |
„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” |
473 |
0.13 |
|
52 |
„სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი“ |
125 |
0.04 |
|
53 |
„ტრადიციონალისტები“ |
65 |
0.02 |
|
54 |
„ანა რეხვიაშვილი - სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“ |
53 |
0.01 |
|
55 |
„ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ |
781 |
0.22 |
|
56 |
„ლელო - მამუკა ხაზარაძე“ |
9408 |
2.66 |
|
57 |
მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ |
124 |
0.04 |
|
60 |
„საქართველოს განვითარების პარტია“ |
412 |
0.12 |
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.