ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასრულდა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე № 1 საარჩევნო უბანი და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ № 2 საარჩევნო უბანი საქართველოს დროით 20:00 დაიხურა. საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა. არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”. №1 - ბაგრამის საავიაციო ბაზა - 93% (697 ხმა); №2 - მაზარ-ი-შარიფი - 84,7 % (111 ხმა).
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.