1-ელი ნოემბრის 12:00 სათისთვის საარჩევნო უბნების 84.04%-ზე ხმები დათვლილია და პროცენტები ასე გადანაწილდა - „ქართული ოცნება“ – 48.28, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 26.57%
01-11-2020, 12:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს აქვეყნებს - 3 847 უბნიდან 3233 უბნის, 84.04%.

 


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროპორციული არჩევნების ხმები, რომელიც 3233 საარჩევნო უბნის მონაცემებს ასახავს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

 


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48.28% (767 588 ხმა)

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26.57% (422 342 ხმა)

 

„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.79% (60 299 ხმა)


ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3.25% (51 619ხმა)

 

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3.18% (50 564 ხმა)

 

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) – 3.15% (50 087 ხმა)

 

„გირჩი“ – 3.07% (48 217 ხმა)


ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1.38% (21 918 ხმა)


შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1% (15 966)

 

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 0,86% (13 695 ხმა)

 

 

ეს არის 3233 საარჩევნო უბნის მონაცემები და ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო უბნების მიხედვით მონაცემები სისტემატურად ახლდება.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობდა, პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი