კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პირველივე ტურში აქვს მოპოვებული მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი
01-11-2020, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველ პარტიას პირველივე ტურში აქვს მოპოვებული გიორგი გახარიას მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო მინიმუმ 76 მანდატი, რადგან მათ 48%-ზე მეტი მხარდაჭერა დაუფიქსირდათ, რაც კალაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიით 62 დეპუტატი გაიყვანა პარლამენტში, ხოლო 30 მაჟორიტარული ოლქიდან კი ამ დროისთვის 14-ში აქვთ გამარჯვება მოპოვებული.

 


კალაძე აცხადებს, რომ მე-2 ტურების გამართვის შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 


„გუშინ, საქართველომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ.

 


გუშინ, ქართველმა ხალხმა, თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც არჩევნების შედეგებში აისახა.

 


არჩევნებში გამოხატული ხალხის ნებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა, საქართველოს მოსახლეობის 48-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და ასევე დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში. მინიმუმს ვამბობ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლა მაჟორიტარების მიმართულებით.

 


მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" , გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან მინიმუმ 76 მანდატი (62 - პროპორციული და 14 - მაჟორიტარული) პირველივე ტურში მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ.

 

 

შესაბამისად, " ქართული ოცნებას" მომავალ პატლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.

 


აქედან გამომდინარე, არჩევნების ინტრიგა, ინარჩუნებს თუ არა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას, დამთავრებულია.

 


"ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ნებით, დიახ, ინარჩუნებს ხელისუფლებას და მეორე ტურში დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას.

 

 

აქვე, მინდა აღვნიშნო, არჩევნები ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი სრულად პროპორციული სისტემით და 5% -ანი ბარიერთ რომ ჩატარებულიყო, ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავდა და "ქართული ოცნებას" საპარლამენტო მანდატების ორი მესამედი ანუ ასი მანდატი შეხვდებოდა წილად, ოპოზიციას კი მხოლოდ 50 მანდატი.

 


შესაბამისად, ამ სისტემით ჩვენ შევძელით კიდევ უფრო პლურალისტური პოლიტიკური გარემოს შექმნა და მივეცით შესაძლებლობა ამომრჩევლებს ყველა ის პოლიტიკური პარტია მაქსიმალურად ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში, რომელთაც შეძლეს მოსახლეობის თუნდაც 1%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია დემოკრატიის განვითარებისთვის.

 


კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს გამარჯვებას, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, თითოეულ ადამიანს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის.

 


წინ მეორე ტურები გველის და მოგიწოდებთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ, ჩვენ ერთად, ყოველთვის გავიმარჯვებთ.“, განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი