დმანისში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს დეპუტატობის კანდიდატის, კახაბერ ოქრიაშვილის ბიძაშვილი მერაბ ოქრიაშვილი
01-11-2020, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის, კახაბერ ოქრიაშვილის ბიძაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

 


„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გუშინდელი არჩევნების გაგრძელებაა. თვენახევარია ცემა-ტყეპაში ვართ. იძულებული ვიყავი ამ პერიოდში დაცვით მევლო. არასოდეს იარაღით არ მივლია, მაგრამ, ახლა მაიძულეს ასე მევლო. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ხმები დავიცავით და 75% მივიღეთ. ორი ტყვია აქვს ფეხში მოხვედრილი ცეცხლსასროლი იარაღით“, - განაცხადა ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან „ენმ - ძალა ერთობაშია" კახაბერ ოქრიაშვილმა თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

დაჭრილი მერაბ ოქრიაშვილი თავდაპირველად დმანისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი