ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.
„ამას დემოკრატიული არჩევნები არ შეიძლება ეწოდოს. ეს იყო სიყალბით, ძალადობით გაჯერებული დღე. წინასაარჩევნო პროცესი იყო ასევე დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ყველა შესაძლო დარღვევის გამოყენება. ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, რადგან ის არ ასახავს ჩვენი საზოგადოების განწყობებს. ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს. დანარჩენ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ჩვენი პოზიცია გვექნება“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.