ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე თუ უარი განაცხადა, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი, პარლამენტი მაინც შეიკრიბება - წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ვახუშტი მენაბდე განმარტავს, როგორ შეიძლება სამართლებრივად პროცესების განვითარება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის.
„ბევრმა იკითხა: რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის? წინასწარ ვიტყვი, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძღვნება ეს პოსტი, სამართლებრივ ნაწილზე ვამახვილებ ყურადღებას. კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელი უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება: გასაჩივრებულია სასამართლოში; საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს, საბოლოოდ დაიჭროს ან არა დეპუტატის ადგილი. ამდენად, თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება“, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.